“შუამთობა”-ზე საპატიო ხულოელები დაასახელეს და ახალდაქორწინებული წყვილები დაასაჩუქრეს

შუამთობის დღესასაწაულზე სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებს საპატიო ხულოელის სტატუსი მიენიჭათ, ხოლო ახლად დაქორწინებულ წყვილს საჩუქრები გადაეცათ

ეპიდვითარების გათვალისწინებით, წელს სახალხო დღესასწაულზე ოფიციალური საზეიმო ღონისძიება არ გაიმართათუმცა, “შუამთობისტრდიციისამებრ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ ახალდაქორწინებულ წყვილებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერისგან.

საპატიო ხულოელის სტატუსი მიენიჭათ სხვადასხვა სფეროს წარმატებულ და დამსახურებულ მოქალაქეებს:

იზოლდა სურმანიძესსაზოგადოებრივ და საგანმანათლებლო სფეროში გაწეული ხანგრძილივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის;

როსტომ აბულაძესსპორტისა და საგანმანათლებო სფეროში გაწეული ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის;

ლევან დეკანაძესსტიქიასთან ბრძოლის საქმიანობაში გაწეული ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომისათვის;

გივი აბაშიძესსამართლის დაცვის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში გაწეული ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები