ზედა საზანოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე მოინახულა და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დეტალურად გაეცნო.

“სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით, სოფელ ზედა საზანოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი საბავშვო ბაღი აშენდება.პროექტის დასრულების შემდეგ, 100-მდე აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში მიიღებს.შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, ასევე დაცული იქნება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტი“-განაცხადა, ლაშა გოგიაშვილმა.

საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს, რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მტმ“ ახორციელებს,რომლის ღირებულება 944483 ლარია.აღნიშნული პროექტი გარდამავალია და 2022 წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები