შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე ქვემო ქართლის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ბრალდებით, შსს-ს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელიდააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, 1992 წელს დაბადებულმა დ.ბ.-მ , პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სანაცვლოდ, სავარაუდო ბრალდებულისგან ქრთამი აიღო.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.