სოფელ კაბალში პირველი საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

სოფელ კაბალში  პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია  აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, რეაბილიტაცია სკოლის  საკლასო ოთახებს და  სპორტულ დარბაზს ჩაუტარდება.

მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე სამუშაოები, მოადგილესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას  გაეცნო.

პროექტის ღირებულება 74 982 92 ლარს შეადგენს და ის ცენტრალური  და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები