აზერ სულეიმანოვმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

პარტიაში მყოფმა ადამიანებმა სათანადოდ არ შეაფასეს ჩვენი მომსახურება და ამომრჩევლის შეხედულებები. ბოლო
წლის მოვლენები კი ამის ნათელი მაგალითია, – ამის შესახებ აზერ სულეიმანოვი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს.

“ძვირფასო თანამემამულენო!
თქვენ მრავალი წლის განმავლობაში ყოველ რთულ სიტუაციაში ჩემთან ერთად იყავით და ყოველთვის გვერდში დამიდექით. სწორედ თქვენ ყოველთვის ჩემი სიამაყის წყარო იყავით. ამისთვის თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით! თუკი რაიმე არასწორი ქმედებები მქონია თქვენს წინაშე, ამიტომ ბოდიშს გიხდით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ადვილი არ არის, დღეს მე უნდა მივიღო ძალიან რთული გადაწყვეტილება. მე ვტოვებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიას, რომელთანაც მრავალი წელია ერთად ვიყავი. ამის შემდეგ, მე დროებით შევაჩერებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას. ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ პარტიაში მყოფმა ადამიანებმა სათანადოდ არ შეაფასეს ჩვენი მომსახურება და ამომრჩევლის შეხედულებები. ბოლო
წლის მოვლენები კი ამის ნათელი მაგალითია.
პარტიაში ჩემი ბევრი მეგობრის პატივისცემის გამო, არ მინდა რაიმე დეტალების გამჟღავნება. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად თქვენს წინაშე უსამართლობა იქნებოდა თუ კი გავაგრძელებდი ჩემი საქმიანობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიაში.
უღრმესი მადლობა ყველას”, – წერს სულეიმანოვი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები