ბათუმში ვაქცინაციის პროცესში დამატებით ორი კლინიკა ჩაერთო

ბათუმში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში დამატებით ორი კლინიკა ჩაერთო,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, კლინიკების ჩამონათვალს – ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” და ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი – BAU დაემატა.

უწყებაში ამბობენ, რომ ჯამში ,,ფაიზერით“ ვაქცინაცია აჭარაში დამტებით 5 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი, მათ შორის მაღალმთიან აჭარაში. მსურველებს ჯავშნის გაკეთება ხულოს, შუახევისა და ქედის „ევექსის“ ჰოსპიტლებში შეუძლიათ. გაიზარდა ამცრელი კაბინეტების რაოდენობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც და ,,ფაიზერით“ აცრის მსურველ მოქალაქეებს დამატებით 6 ბრიგადა მოემსახურება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, აჭარაში იმუნიზაციის არეალი დღითიდღე მზარდია. ამ ეტაპზე ვაქცინაცია მიმდინარეობს 18 სამედიცინო დაწესებულებაში, 1 ამბულატორიასა და ბათუმის ორ დიდ სავაჭრო ცენტრში. უახლოეს დღეებში პროცესს დამატებით ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის შუახევისა და ხულოს ამბულატორიები შეუერთდებიან.

ამ ეტაპზე სხვადასხვა ვაქცინით აჭარაში 56 270 მოქალაქეა ვაქცინირებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები