ნინიგორის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შენობის რეაბილიტაციასთან ერთად, კეთილმოეწყობა სპორტული მოედანი და სკოლის ეზო.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 030 661 ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები