იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის მიმდებარედ, მოქალაქემ სპეციალური ტექნიკით (ესკავატორი), უკანონოდ მოიპოვა 15 კუბური მეტრი ოდენობის კირქვის საღორღენედლეული.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში, მდინარე ძირულას სანაპიროზე, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 30 კილოგრამი სილიკონ მანგანუმის ქერქული ნარჩენი (წიდა).
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევასმიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ძირულას კალაპოტიდან, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 11 ტონა სილიკონ მანგანუმის ქერქული ნარჩენი (წიდა).
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოპოვადაახლოებით 30 კუბური მეტრი ოდენობის ქვიშა-ხრეში.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმები.