მიხეილ ჩხენკელი: ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად, საქართველოში, ჭეშმარიტად ევროპული დონის უნივერსიტეტი გვაქვს

„საუკეთესო, რაც შეიძლება, ქვეყანამ გააკეთოს, არის მომავალი თაობის განათლებაში ინვესტირება. ესაა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა“, – ამის შესახებ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატებთან და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა სტუდენტებთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობასა და მის დაარსებაში, ბიძინა ივანიშვილის როლზე გაამახვილა ყურადღება.

„მნიშვნელოვანია, მსოფლიო დონის განათლების მიღების შემდეგ, ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნისთვის მოხმარება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩვენი სისტემის უნიკალური, მთავარი მეგა-პროექტი. ამ ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად, საქართველოში, ჭეშმარიტად ევროპული დონის უნივერსიტეტი გვაქვს. აქ აკადემიური პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამების ბაზაზე ხორციელდება, ქართველ პროფესორებთან ერთად, არიან მსოფლიოს წამყვანი პროფესორებიც“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები