თბილისი – 1 487, აჭარა – 517, იმერეთი – 315 | ეპიდვითარება რეგიონებში
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 3 196 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 487 შემთხვევა, აჭარა – 517, იმერეთი – 315, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 148, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 157, კახეთი – 202, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი – 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 295 საიდანაც: 5 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 905, აჭარაში – 620, იმერეთში – 751. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 109 პირი, მათ შორის, თბილისში – 511, აჭარაში – 105, იმერეთში -255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 6, იმერეთში – 18. 1 989 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 064 – თბილისში, 614- აჭარაში. 23 655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 46, ხოლო აჭარაში – რვა.
სულ 6 ოქტომბრიდან – 30 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 982 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 293 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 125, პირი, აჭარაში – 4 021, იმერეთში – 2 325.