“ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ოზურგეთის მერობისთვის არჩევნებში მონაწილეობა, მალე შევხვდებით”,- ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მან ნდობისთვის “ქართულ ოცნებას” მადლობა გადაუხადა.
“ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ოზურგეთის მერობისთვის არჩევნებში მონაწილეობა. მალე შევხვდებით და კვლავ გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის, ქალაქის და ულამაზესი სოფლების მომავალი აინტერესებს და მზად არის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს.
ამ არჩევნებშიც, ჩვენ გამოვალთ ძლიერი გუნდით და საინტერესო პროგრამით, რომელიც დღეს არსებულ საჭიროებებს საქმით უპასუხებს. ახალი სამუშაო ადგილები, სოციალური დაცვა და ზრუნვა ჩვენს თანამოქალაქეებზე, გარემოს დაცვა, ეკოლოგია და ჯანმრთელობა, ინფრასტრუქტურის განვითარება – სხვა ამოცანებთან ერთად, ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტები ოზურგეთში.
თავს მოვალედ ვთვლი, ჩემს მშობლიურ ქალაქს და საზოგადოებას ვემსახურო და ოზურგეთს მადლობა საქმით და წარმატებული პროექტებით უშუალოდ გადავუხადო.
ნდობისთვის მადლობას ვუხდი “ქართული ოცნების” ლიდერებს და ჩვენს მხარდამჭერებს. მჯერა #ერთად გავიმარჯვებთ!”,- წერს თალაკვაძე.