ჩხოროწყუში, გარახას უბანში წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

ქალაქ ჩხოროწყუში, გარახ უბანში წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ეწყობა სასმელი წყლის ავზი და წყლის მილები.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევედაქსელვითი სამუშაოები.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი,საკრებულოს თავმჯდომარის მოდგილე ჯანო პერტაია და მერის წარმომადგენელი ქალაქ ჩხოროწყუში ნონა პაპავა ადგილზე გაეცნენ.

ზემო გარახი უბნის მაცხოვრებლებს წლებია წყალმომარაგების პრობლემა აწუხებთ.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით რამდენიმე ერთეული ოჯახი სასმელი წყლით უზრუნველყოფილიიქნება.

პროექტი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში ხორციელდება.

სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებშიმცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ დასახლებაშიდასაფინანსებელპროექტებ ხმათა უმრავლესობითთავად მოსახლეობა ირჩია..

მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, საქართველოსრეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები ყველა ადმინისტრაციულ ერთულშიდაწყებულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები