ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილები შეეჯახა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. როგორც საავადმყოფოში ამბობენ, ერთ-ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“ჩვენთან შემოიყვანეს ორი დაზარალებული, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მეორე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მიდის დაკვირვება, იმყოფება კლინიკაში და უტარდება შესაბამისი კვლევები”, – განაცხადეს საავადმყოფოში.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.