2712 ახალი შემთხვევა, 1561 გამოჯანმრთელებული – 30 ივლისის კოვიდსტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 561 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 39 126 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 775 , „პისიარ“ ტესტით – 17 351.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,93 %, ბოლო 14 დღის – 6,59 %, ბოლო შვიდი დღის – 7,09 %.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 416 338 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 381 246 გამოჯანმრთელდა, 5 793 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 464 875 ადამიანი, დღიურად აცრილია 14 738. კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 547 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 963 პირი.

გუშინ, 29 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 088 პაციენტი, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები