ონის მერი სააკაძის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი ბინების მაცხოვრებლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან და მერის წარმომადგენელთან ლევან შერაზადიშვილთან ერთად სააკაძის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი ბინების მაცხოვრებლებს შეხვდა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
“მერთან შეხვედრაზე ადგილობრივებმა ისაუბრეს მრავალსართულიანი ბინების პრობლემებსა და საჭიროებებზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საბავშვო სივრცის მოწყობაზე.
დავით ჩიკვაიძემ ადგილობრივებს გააცნო ინფორმაცია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები