ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
“შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ამბროლაურში არსებული სსიპ პროფესული კოლეჯი „ერქვანის“ წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომელსაც კოლეჯი ახორციელებს .
კოლეჯის „ ერქვანი“ დირექტორის მოადგილემ ილია ოშხერელმა აღნიშნა, რომ შრომის ბაზრის გაზრდილი და სწრაფად ცვალებადი მოთხოვნის შესაბამისად , ბენეფიციარებს მათი ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით და ასაკის შეუზღუდავად, შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ ახალ პროფესიას და დასაქმდნენ წარმატებით. მან ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების მიმდინარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრაცია გაგრძელდება აგვისტოს თვის ჩათვლით.
დავით ჩიკვაიძემ ისაუბრა რეგიონში ახალგაზრდული პროფესიული კადრის გადამზადემის საჭიროების მნიშვნელობაზე და მხარდაჭერა გამოთქვა ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სათანადო თანამშრომლობის კუთხით .
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დაკონტრაქტების და სამუშაოების დროულად დაწყების საკითხს.
ასევე ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე SlovakAid-ის მხარდაჭერით, ჩეხეთის კარიტასის მიერ ონის მუნიციპალიტეტისთვის 7 კუბური მეტრის მოცულობის სეპარირებული ნარჩენის შემგროვებელი მანქანის და სეპარირებული ნარჩენისთვის საჭირო 240-ლიტრიანი 135 ცალი ურნას გადაცემის საკითხს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადანაწილდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და ნარჩენების მართვის სამსახურს ნარჩენების სეპარირებულად (მინა, პლასტიკი, ქაღალდი) შეგროვებაში, მარტივად გადამუშავებასა და ბიოდეგრადირებადი ნარჩენის შემდგომ გამოყენებაში დაეხმარება.
მერის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, ასევე შპს „ ონის სერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები