ონში რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა, რობერტ სტურუას სპექტაკლი – “ჯილდო?!” წარადგინა

28 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა, რობერტ სტურუას სპექტაკლი – “ჯილდო?!” წარმოადგინა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
“სპექტაკლში ცნობილი მსახიობები ტრისტან სარალიძე, ლელა ალიბეგაშვილი,  ზურა ინგოროყვა, ბაჩი ლეჟავა, ნიკა ქაცარიძე და ნატალია ყულოშვილი მონაწილეობენ.
საპრემიერო ჩვენებას რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.
რუსთაველის თეატრის გასტროლი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
covid პანდემიიდან გამომდინარე, სპექტაკლი რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები