სოფელ ნაკიეთში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ ნაკიეთში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
“ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სერგი ხიდეშელი , სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან თეიმურაზ გძელიშვილთან და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ნაკიეთში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო დასრულებული წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელსაც შპს „ იერი“ ახორციელებდა .
ასევე შეხვდნენ სოფლის მოსახლეობას, ისაუბრეს სოფელში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები