საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნციპალიტეტის მასშტაბით, სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შპს სუფთა მუნიციპალიტეტი – 2018 -ის სამუშაო ჯგუფის მიერ, სპეციალური ტექნიკის საშუალებით, სოფელ შიბლიანში აღნიშული სამუშაოები უკვე დასრულდა. დანარჩენ სოფლებში, რიგითობის მიხედვით ეტაპობრივად გაგრძელდება სანიაღვრე არხების გაწმენდა, რაც ძლიერი წვიმის შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეამცირებს წყალმოვარდნისა და დატბორვის საფრთხეს.