ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ადასტურებს.
პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გაგრძელდება.
მისივე თქმით, გარესამყაროს მოწყვეტილ სამ სოფელში – დურაშში, ტვიბსა და საყდარში მცხოვრებ მოსახლეობასთან დაკავშირება უკვე ხდება, თუმცა მისასვლელ გზაზე მიმდინარეობს სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე ცხენისწყალი ადიდდა და საავტომობილო გზა წაიღო.