ვახტანგ ბერიძემ ღორჯომის თემის მოსახლეობას დაგეგმილი პროექტები გააცნო

ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივი თვითმმართელობის და აჭარის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება სხვადსხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები:

ოფელ ღორჯომში დაიწყება სპორტული დარბაზის მშენებლობა;

ანხორციელდება ღორჯომის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი;

სხვადასხვა ლოკაციებზე მოეწყობა საყრდენი კედლები, გაგრძელდება როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე შიდასაუბნო გზების ბეტონირება.

სოფელ სტეფანაშვილებში განხორციელდება სასმელი წყლის სისტემის მოწყობა;

სოფელ მეკეიძეებში არსებულ სპორტულ მოედნს ჩაუტარდება რეაბილიტაცია;

სოფელ ლაბაიძეებსა და სტეფანაშვილებში მოეწყობა წყალსადენი სისტემები;

გარე განათების ქსელი გაფართოვდება სოფელ ადაძეებში, გორგაძეებში, ღორჯომში, სტეფანაშვილებში, წინწკალაშვილებში და ჭახაურში;

სოფელ მინთაძეებში განხორციელდება წისქვილის მშენებლობა;

სანიაღვრე არხები გაკეთდება სოფელ ღორჯომში, ადაძეებში, გორგაძეებში, სტეფანაშვილებში და მეხალაშვილებში

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები