საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტილია – ბათუმსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

ჩამოწოლილმა მეწყერმა დროებით ჩაკეტა საავტომობილო გზა. ბათუმის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტერიტორია გაწმენდილია და მოძრაობა უკვე აღდგა.

უწყების ცნობით, ​საავტომობილო გზაზე კაპიტალური სამუშაოების განსახორციელებლად ხვალ ჩატარდება გეოდეზიური სამუშაოები და მომზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა ასევე პეტრე იბერის, ნაჭყებიას, წმინდა ნინოსა და მირიან მეფის ქუჩების მიმდებარედ. ყველა წერტილში უკვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები