გივი მოდებაძემ მარია კანალის კონკურსის გამარჯვებულ სანდრო გეგეჭკორს ფულადი ჯილდო გადასცა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გივი მოდებაძე „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულს, სანდრო გეგეჭკორს და მის პედაგოგს, სანდრო კავსაძის სახელობის პირველი სამუსიკო სკოლის დირექტორს ლუდა ნადირაძეს შეხვდა.

ჭიათურის მერმა 20 წლის პიანისტს დიდი გამარჯვება მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა.

გივი მოდებაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს,რომ შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო ვერ მოხერხდა სანდროს გამარჯვების მასშტაბური აღნიშვნა.

„ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის სიხარული და ემოცია,რაც ბარსელონაში სანდროს გამარჯვების შემდეგ დაგვეუფლა.კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენს უნიჭიერეს თანაქალაქელს ეს წარმატება და ახალი მწვერვალების დაპყრობა ვუსურვო.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პანდემიის გამო ვერ მოხერხდა უფრო მასშტაბურად აღგვენიშნა სანდროს გამარჯვება, მაგრამ იმედია უახლოეს პერიოდში სიტუაცია გამოსწორდება და ჩვენს სასიქადულო თანაქალაქელს აუცილებლად შევახვედრებთ ჭიათურელ გულშემატკივრებს.”-აღნიშნა გივი მოდებაძემ.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტმა სანდრო გეგეჭკორმა ბარსელონაში, მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა.მან საფინალო ტურში პ. ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. სანდრო გეგეჭკორს პირველ პრემიასთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცა და ონლაინ ხმის მიცემის შედეგად აუდიტორიის სიმპათიის პრიზიც დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები