დატბოროლია სახლები, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები-უხვმა ნალექმა პრობლემები წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც შექმნა

ძლიერი წვიმების შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადიდებული ღელეებიდან გადმოსულმა წყალმა რამდენიმე ოჯახს ზიანი მიაყენა. დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები,
ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები,
ქალაქ ჯვარის რამდენიმე კორპუსის სარდაფი აივსო წყლით. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან დადიანი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონია. “აღინიშნა, რომ
სტიქიის საპრევენციო ფარგლებში, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რათა დროულად იქნას აღმოფხვრილი სტიქიით მიყენებული ზიანი. მოეწყობა წყალგამტარი სანიაღვრე არხები, რათა თავიდან იქნას აცილებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების დატბორვა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.ქ

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები