ბათუმის მერია: საგანგებო რეჟიმში მუშაობს ,,ბათუმის წყალი“, რომელიც ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებს

ბათუმში უხვმა ნალექმა ქუჩები და ეზოები დატბორა. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ,,ბათუმის წყალი“, რომელიც ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხელ ხაზზე დაფიქსირებულია 100-ზე მეტი შეტყობინება.

“სტიქიის შედეგად, გონიო-კვარიათისა და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში განვითარდა მეწყრული პროცესები.

ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი და მუნიციპალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენლები. ამ დრომდე სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს.

დაზარალებულების მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამისი დახმარება კომისიური წესით განხორციელდება.

სანიაღვრე წყლების დროულად გადინების მიზნით, ინტენსიურად იწმინდება სანიაღვრე ჭები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის შესაბამისი სამსახურები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები