უხვი ნალექის გამო ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, რის შედეგადაც მოსახლეობა დაზარალდა.
განსაკუთრებული პრობლემა შეექმნათ ე.წ. ჭაობის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს. დაიტბორა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და კომერციული ფართები. ასევე, უხვი ნალექის გამო, პრობლემაა ქუჩაში გადაადგილებაზეც.