ხობში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც სპორტსმენებიც ფიგურირებდნენ, ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
ხობში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ ორ პირს – ვარლამ კვარაცხელიასა და ზაზა დათეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ფოთის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა.
დაკავებულებს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ.
ცნობისთვის, კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც ხობის ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მოხდა, სამართალდამცავებმა სულ 4 პირი დააკავეს. მათგან ორი სპორტსმენი – ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და მოჭიდავე ნიკა ყორშია იყო. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ნუგზარ წურწუმიასა და ნიკა ყორშიას 3-3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
რაც შეეხებათ ვარლამ კვარაცხელიასა და ზაზა დათეშიძეს, ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.