კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჭიათურის მერი ჩაერთო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
ჭიათურის მერი საჩხერის სამედიცინო ცენტრში “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა.
როგორც გივი მოდებაძემ აღნიშნა, ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური გზაა კორონავირუსის დასამარცხებლად და მოსახლეობას აცრის ჩატარებისკენ მოუწოდა
„ამ ვირუსის სივერაგე პირადად გამოვცადე. ამდენად, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ გაიკეთონ ვაქცინა,რათა დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი ოჯახები და სხვისი სიცოცხლე. მხოლოდ ასე შეგვიძლია დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.