ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე, მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ძლიერი წვიმის შედეგად, მიწა-კლდის შვავის ჩამოსვლის გამო ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე მოძრაობა რამდენიმე საათის წინ აიკრძალა.