ლესაში ბესიკ ხარძიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა

ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში ბესიკ ხარძიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ტურნირში მონაწილეობას ცხრა გუნდი იღებდა.
“ფინალურ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ ლანჩხუთის “ქალაქი” და ლესის “ჭინათი”. საკმაოდ დაძაბულ მატჩში გამარჯვება “ქალაქმა” მოიპოვა.
ტურნირი 20 ივლისს დაიწყო და მისი ორგანიზატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური იყო.
ტურნირს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ბესიკ ხარძიანის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები