საქართველოში, კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 731-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 666 პირს დაუდასტურდა, 1 335 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსი, საზოგადოება