საგარეჯოში ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით ფასადები რეაბილიტირდება

განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ქალაქ საგარეჯოში, აღმაშენებლის ქუჩაზე ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის N185 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონები” ფარგლებში, Design-Build მეთოდით, კახეთის სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის (საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს ლოკაციები) ჯამში გამოყოფილია 20`000`000.00 ლარი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები