შიდა ქართლში „ფაიზერით“ ვაქცინაცია ორ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი
“ფაიზერი“ უკვე შიდა ქართლშია. რეგიონისთვის ვაქცინის 2160 დოზაა გამოყოფილი და მათი შენახვისთვის ყველა აუცილებელი პირობაა დაცული.
ვაქცინაცია ორ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი. „ფაიზერით“ ადმინისტრირებაში სამხედრო ჰოსპიტალის გარდა გორის კლინიკა „გორმედიც“ ჩაერთო. იმუნიზაციის პროცესი ამ კონკრეტულ ვაქცინაზე 26 ივლისიდან დაიწყება. ამისთვის მოქალაქეებს პორტალზე დარეგისტრირება მოუწევთ.
რაც შეეხება სხვა ვაქცინების მსურველებს, აცრა მათ კლინიკაში მისვლისა და ადგილზევე დარეგისტრირებითაც შეეძლებათ.