თორნიკე რიჟვაძე: პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ახლა ჯერი მოსახლეობაზეა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კოვიდპანდემიის მართვას და ვაქცინაციის პროცესს გამოეხმაურა და მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

მსურს გამოვეხმაურო კოვიდპანდემიის მართვას და ვაქცინაციის პროცესს და კიდევ ერთხელ,  მსურს მოსახლეობას მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა და მთლიანად მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა დონეზე. ახლა ჯერი არის მოსახლეობაზე, მოქალაქეებზე და ჩვენ ერთიანი პასუხისმგებლობით უნდა შევძლოთ ამ ბრძოლაში მინიმალური დანაკარგებით გამარჯვება. ამისთვის, მოსახლეობას მინდა მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ, ვინაიდან ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამბრძოლაში გამარჯვებისთვის” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები