რა გახდა ზუგდიდში 65 წლამდე მამაკაცის მკვლელობის მოტივი – მამა-შვილის ჩაცხრილვის საქმის ახალი დეტალები
ზუგდიდში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებული ბიზნესმენი ზაურ კვიკვინიაა. იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება ცხელ კვალზე შეძლეს. ამ წუთებში კვიკვინიას სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ ასევე შემთხვევის ადგილას, ბენზინგასამართ სადგურზე და მიმდებარე ტერიტორიაზე
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ავტოგასამართ სადგურთან მამა-შვილი დაცხრილეს. მამა ადგილზევე დაიღუპა, შვილი დაჭრილია. არსებული ინფორმაციით, მოტივი ბიზნეს წილები გახდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის მოტივი ბიზნეს წილები გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს და დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დგინდება, რომ 23 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, ბრალდებულმა ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურთან, ბიზნეს წილებთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოების გამო, მამა-შვილი – 1959 წელს დაბადებულ გ.ლ. და 1981 წელს დაბადებულ გ.ლ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანების შედეგად, 1959 წელს დაბადებული გ.ლ. ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არის გადაყვანილი.
გამოძიების განცხადებით, დანაშაულის ჩადენისას ბრალდებულის ორი ცალი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს”,- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.