პაატა იმნაძე: სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხოა, თუ პედაგოგები და მშობლები აცრილები იქნებიან
სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხოა, თუ პედაგოგები და მშობლები აცრილები იქნებიან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გზა იმისა, რომ ბავშვები არ გახდნენ ავად, არის ის, რომ უფროსები იყვნენ აცრილები.
,,სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხოა, თუ პედაგოგები და მშობლები აცრილები იქნებიან. ბავშვები საიდანღაც ხო ინფცირდებიან? ბავშვი ინფიცირდება ოჯახში ან სადაც დადის, იქ.
ბავშვების ვაქცინაცია ბევრ ქვეყანაში არის 12 წლიდან დაშვებული. ჩინეთში უკვე ამბობენ, რომ 3 წლიდანაც შეიძლება. ჩინეთს დღეს მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი ჰყავს აცრილი. მილიარდნახევარი აცრაა ჩატარებული. როგორც კი საერთაშორისო გაიდლაინებში შევა, ჩვენთანაც შეიძლება ვიფიქროთ, მანამდე გზა იმისა, რომ ბავშვები არ გახდნენ ავად, არის ის, რომ უფროსები ვიყოთ აცრილები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.