ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში სექსუალური ხასიათის დანაშაულთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში სექსუალური ხასიათის დანაშაულთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, მასწავლებელს მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს.

ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, შორენა სიხარულიძის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ როდესაც ეს ფაქტი მოხდა, პედაგოგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელმა დანაშაული უკვე აღიარა.

გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები