კახეთში ახალი წყალგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს მელიორაციამ კახეთში, ზემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე ახალი წყალგამანაწილებლის სამშენებლო პროექტი დაასრულა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 10 კმ-ზე მეტი სიგრძის დახურული ქსელი და სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა – (წყალმიმღები კვანძი, ჰიდრანტები, დამცლელი კვანძი, გამანაწილებელი და შემტბორავი ჭები).
ჩატარებული სამუშაოების შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის, ოჟიოს, კოღოთოსა და ალავერდის 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად ირწყვება.

პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარამდეა.

ახლადმოწყობილი სარწყავი სისტემა საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლოებას შეხვდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები