საქართველოში სლოვაკეთის საელჩომ ონში მდებარე სპორტულ დარბაზს აღჭურვილობა გადასცა

საქართველოში სლოვაკეთის საელჩომ ონში მდებარე სპორტულ დარბაზს აღჭურვილობა გადასცა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში სლოვაკეთის საელჩო ავრცელებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარების მხარდაჭერას ქართველი ახალგაზრდებისთვის. კიდევ ერთი სპორტული დარბაზი, სლოვაკური დახმარების რესურსიდან, მაგრამ ამჯერად მთის რეგიონში, რაჭაში, ქალაქ ონში. დარწმუნებული ვართ, თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი, განსაკუთრებით ახალგაზრდების სხვადასხვა სახის სპორტული საქმიანობის განვითარებას“, – ნათქვამია სლოვაკეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები