ომარ ტაკიძემ, შუახევის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მიმდინარე პროექტები გააცნო

2021 წლის შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა და 15 360 000 ლარი შეადგენს. მუნიციპალიტეტში პროექტები ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ისე აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში. ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, შუახევის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას.
“სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, შუახევის კულტურის ცენტრის შენობას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია;
დაბა შუახევში, 500 მაყურებელზე გათვლილი ცენტრალური საფეხბურთო მოედანი მოეწყობა;
მიმდინარეობს 240 მოსწავლეზე გათვლილი, დაბა შუახევის სკოლის მშენებლობა;
აქტიურად მიმდინარეობს შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ანგისა-ახალციხის საავტომობილო გზის 66-ე კილომეტრზე სარეაბილიტაციო სამუშაოები;
გრძელდება დაბის კეთილმოწყობითი სამუშაოები;
აშენდა პირველი პროფესიული სასწავლებელი;
მიმდინარეობს მოსწავლე ახალგაზრდიბისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა;
გრძელდება სოფელში შიდასაუბნო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა;
დაგეგმილია სხეფის სოფლის სახლის მშენებლობა;
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ფერდსამაგრი კედლებისა და ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები;
მიმდინარე წელს, შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტით ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 2 550 000 -ლარამდე დაიხარჯება.
შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი როსტომ ლორთქიფანიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები