ხარაგაულში მამაკაცს ეძებენ
ხარაგაულში მე-11 დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სოფელ ისლარის მკვიდრი, 35 წლის ჯონი ჭიპაშვილი სახლიდან 12 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
ოჯახის ინფორმაციით, დაკარგულს ოჯახი დღემდე საკუთარი ძალებით ნათესავებთან და ახლობლებთან ეძებდა. ოფიციალური განცხადება კი ძიების დაწყებასთან დაკავშირებით 19 ივლისს გაკეთდა.
“თუ ვინმეს გაქვთ ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაკარგულ პირთან დაკავშირებით, გთხოვთ დარეკოთ ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 593672068; 557 771928; 555405169”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.