ზუგდიდში დასაქმების ფორუმი გაიმართა
ზუგდიდმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესკომპანიას, შრომის ბაზარზე აქტიური 200-მდე თავისუფალი ადგილი აქვს.
ვაკანტური ადგილები ძირითადად მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, სამშენებლო და სადაზღვევო სფეროებიდან არის წარმოდგენილი.
სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ფორუმის მსვლელობისას უშუალოდ პოტენციური დამსაქმებლებისგან მიეღოთ სრული ინფორმაცია სასურველი ვაკანსიის თაობაზე და თავადაც წარმოეჩინათ საკუთარი უნარები. თავად დამსაქმებლებს კი, შესაძლებლობა ქონდათ მოთხოვნების შესაბამისად, სასურველ კანდიდატები შეერჩიათ.