ჩხოროწყუში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაქსელვითი სამუშაოების მიმდინარეობას სოფელ ახუთში  გაეცნენ.

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებულიკომპანია შპს ,,ექსპრესსერვისი 2008“ ასრულებს.

გაზიფიცირების სამუშაოები ერთდროულადმუნიციპალიტეტის 8  ადმინისტრაციულ ერთეულშიგანხორციელდება.

ბუნებრივი აირი  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიარასოდეს ყოფილა.  საქართველოს გაზისტრანსპორტირების კომპანიამ ქალაქის გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები 2019 წელსდაიწყო.

ამ დროისთვის ბუნებრივი აირი  ქალაქ ჩხოროწყუს მოსახლეობის 50%- მიეწოდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასევე ზუმისადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირებისსაპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისშედგენა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები