აშშ-მ ახალციხის მუნიციპალიტეტს $382 ათასის აღჭურვილობა გადასცა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, აშშ-ის მთავრობამ ადგილობრივ ხელისუფლებას კატასტროფის პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად $382,000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს საჩუქარი, რომელიც ექვს გენერატორს, ექვს კარავსა და ექსკავატორ-დამტვირთველს მოიცავს, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ნაწილია.

„გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ეროვნული გვარდიისა და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და ახალციხეში ჩამოსვლისთვის, სადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის კარვის გაშლა-გამოყენების დემონსტრირებაში დაგვეხმარნენ“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები