ომარ ტაკიძე საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მორიგი შეხვედრა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ღომას და საყენდრიას მთებში გაიმართა.
ადგილობრივებს მოახლოებული სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა“ მიულოცა და გაზრდილი ბიუჯეტის ფაგლებში, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და ტურიზმის განვითარებაზე ესაუბრა.
“საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობა უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით. ადგილობრივებს, სეზონის დასრულებამდე მოემსახურება თსპ ექთანი და პერიოდულად მოხდება ამბულატორიის ექიმების გასვლაც. სარგებლობენ უფასო მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამით. მიმდინარე წელს ღომაზე დაიწყება ახალი ელექტროგაყვანილობის ქსელის მშენებლობა.
შემუშავებულია მთის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რაც სამომავლოდ საკურორტო ადგილს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.