ომარ ტაკიძემ უჩამბის თემის მოსახლეობას გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მიმდინარე პროექტები გააცნო

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ომარ ტაკიძემ შეხვედრის მონაწილეებს, როგორც სახელმწიფო, ისე აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო.
“ჯაბნიძეებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ბაგა-ბაღი აშენდა;
მიმდინარეობს ჯაბნიძეების, წაბლანის, ტბეთის სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა;
რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლებში არსებულ მოსაცდელებს;
სოფელ ჯაბნიძეებში მოეწყობა ახალი სასმელი წყლის სისტემა;
მეწყერსაწინააღმედო ღონისძიებები განხორციელდება 15-მდე ლოკაციაზე;
დაგეგმილია ღომას მთაზე ახალი ელექტროგაყვანილობის ქსელის მშენებლობა;
გრძელდება სოფელში შიდასაუბნო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა და რამდენიმე ლოკაციაზე ახალი სამანქანე გზის გაყვანა;
აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები;
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ფერდსამაგრი კედლებისა და ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები;
შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი როსტომ ლორთქიფანიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ”, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები