ამბროლაურში, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს
ამბროლაურში, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს.
სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ვაქცინაციის მიმდინარეობას პირადად გაეცნო და კლინიკის მენეჯერისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია მოქალაქეების მიმართვიანობისა და ჩართულობის შესახებ. სპეციალურად გახსნილ კაბინეტში მოქალაქეები ყველა რეგულაციისა და წესის დაცვით იცრებიან. დღეს, საყოველთაო ვაქცინაციაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაცია 4 დაწესებულებაშია შესაძლებელი და პროცესში 4 ამცრელი ბრიგადაა ჩართული. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.