ჯონდო მდივნიშვილი “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” პირველ შეხვედრას დაესწრო

ლაგოდეხის მერი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი “მერები ეკონომიკური ზრდისთვის”, ახალი ინიციატივის, პირველ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

ინიციატივა #M4EG აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება.

“პროექტი „მერები ეკონომიკური განვითარებისათვის“ განხორციელების მიზანი, საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში ახალი შესაძლებლობების განხორციელებას ითვალისწინებს, როგორც პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისთვის, ისე მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია გამოთქვამს მზაობას აღნიშნულ პროექტში თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები