ნათია თურნავა რუსთავში კომპანია „ქართლი ტექსტილის“ თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუსთავში კომპანია „ქართლი ტექსტილის“ თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.
მინისტრი თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ ჯანმრთელობა უსურვა.
როგორც აღინიშნა, ეკონომიკის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, ეხმარება ბიზნესს, მათ შორის სამრეწველო საწარმოებს, რათა მათ შეძლონ იმ თანამშრომელთა ორგანიზებული ვაქცინაცია, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ.
„ქართული ტექსტილის“ თანამშრომლები დღეს „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ.