“დაკავებული ყოფილი სიძის მამას სცემეს” – მარნეულში მოკლული მამა-შვილის ნათესავების შურისძიება მკვლელობისთვის
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში პილიევების ოჯახში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ, რა დროსაც ყოფილმა სიძემ ელჩინ ალიევმა ცოლი და სიმამრი სიცოცხლეს გამოასალმა, მის ოჯახს პილიევების ოჯახის ახლობლები დაესხნენ თავს. პილიევებმა ელჩინ ალიევის მამას ნიჩბით მძიმე დაზიანებები მიაყენეს და ოჯახის კუთვნილი ავტომობილები დაამტვრიეს.
მკვლელობაში ბრალდებულის დედა საია ალიევა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის სერიოზულ კონფლიქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც ყოფილი რძლის ახლობლები მის სახლში მივიდნენ და მის ქმარს სცემეს:
“შემთხვევას არ შევსწრებივარ, არც ჩემი შვილი მინახავს… 12 საათზე ღამე ხმაური გავიგეთ, ჩემი ყოფილი რძლის ოჯახის ნათესავები ჩვენთან შემოვიდნენ, სცემეს ჩემს მეუღლეს, ამ დროს შევიტყვე მომხდარის შესახებ. 3 თვეა ჩემი შვილი მეუღლეს გაშორდა, რაიმე სერიოზულ კონფლიქტს მათ შორის ადგილი არ ჰქონია. შემთხვევის დროს ბავშვები ჩემთან იყვნენ. არ ვიცი ზუსტად რა მოხდა,” – აცხადებს საია ალიევა.
შსს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, უწყების ინფორმაციით დაკავებულია 2 პირი:
“პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე 2 პირი დააკავა